ლონდონის "არსენალი" არგენტინელი ფეხბურთელის ხულიან ალვარესის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და როგორც The Independent-ი იტყობინება "მეთოფეებს" ყველაფრის დასრულება პრე-სეზმონის დაწყებამდე სურთ.
წყაროს ცნობით, "არსენალის" ხელმძღვანელობა მადრიდის "ატლეტკოსთან" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ისინი მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი გადაიხადონ, თუმცა ესპანელები 100 მილიონზე მეტს ითხოვენ. მოლაპარაკებების მთავარი საკითხი სწორედ ეს ფასთა სხვაობაა.
თავდაპირველად ხულიან ალვარესის ტრანსფერით ყველაზე მეტად "ბარსელონა" იყო დაინტერესებული და თავად ფეხბურთელსაც ეს ვარიანტი ძალიან მოსწონდა, მაგრამ მხარეები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.
ხულიან ალვარესი "ატლეტიკოში" 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობს და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2030 წლამდე აკავშირებს.





