ფეხბურთი

14:29 | 13.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი? Opta-ს განახლებული პროგნოზი

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩების წინ Opta-ს სუპერკომპიუტერმა განახლებული პროგნოზები გამოაქვეყნა და ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა.

სტატისტიკური მოდელის შეფასებით, ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრებია, რომელიც ჩემპიონობის ყველაზე მაღალ შანსს ფლობს.

ტურნირის მოგების შანსები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საფრანგეთი 34.05%
ესპანეთი 23.45%
ინგლისი 21.94%
არგენტინა 20.55%

რაც შეეხება უშუალოდ ნახევარფინალურ მატჩებს Opta-ს პროგნოზი შემდეგნაირია:

საფრანგეთი - ესპანეთი 57.7%-42.3%

ინგლისი - არგენტინა 50.9%-49.1%

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩები 14-15 ივლისს გაიმართება, ხოლო ფინალური მატჩი 19 ივლისს არის ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159821