29 წლის ბელგიელი ნახევარმცველი იური ტილემანსი "ასტონ ვილადან" კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, "მანჩესტერმა" ტილემანსის კონტრაქტში ჩადებული 41 მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი სრულიად გადაიხადა და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტიც შეათანხმა.
იური ტილემანსი "ასტონ ვილაში" 2023 წლიდან თამაშობდა, იქამდე კი "ლესტერში", "მონაკოში" და "ანდერლეხტში" უთამაშია.





