UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის რუსმა ჩემპიონმა პიოტრ იანმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც მერაბ დვალიშვილს მიმართა.
"მერაბ, გპირდები მისაღებს მიიღებ, ამის პირობას გაძლევ", - განაცხადა იანმა.
როგორც იცით, მერაბ დვალიშვილი სწორედ პიოტრ იანთან მესამე ორთაბრძოლის ჩანიშვნას ელოდება და ქართველმა მებრძოლმა იანი არაერთხელ გამოიწვია, მათ შორის თბილისში გამართულ RAF-ის ღონისძიებაზე, სადაც დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
მერაბისა და იანის ბოლო ბრძოლა 2025 წლის დეკემბერში გაიმართა, რომელიც იანის გამარჯვებით დასრულდა.







