ფეხბურთი

18:30 | 13.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანდრე სანტოსი „მანჩესტერის" ფეხბურთელია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში პირველი შენაძენი განახორციელა და ლონდონის "ჩელსიდან" 22 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდრე სანტოსი დაიმატა. ტრანსფერი "მანჩესტერის" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

ანდრე სანტოსმა "მანჩესტერთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2031 წლის ივნისამდე იქნება. "ჩელსი" აღნიშნული ტრანსფერის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს მიიღებს.

22 წლის ფეხბურთელი „ჩელსიში“ 2023 წელს ბრაზილიური „ვასკო და გამადან“ გადავიდა. ადაპტაციის პროცესში მან იჯარით ითამაშა „ნოტინგემ ფორესტსა“ და „სტრასბურგში“, რის შემდეგაც 2025 წელს ლონდონურ გუნდში დაბრუნდა.

2025/26 წლების სეზონში სანტოსმა „ჩელსის“ მაისურით 43 შეხვედრა ჩაატარა და თავი 3 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087702