ფეხბურთი

17:58 | 13.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა დინი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს

საფრანგეთის ნაკრებისა და "ასტონ ვილას" მარცხენა მცველი ლუკა დინი კარიერის პსჟ-ში გაგრძელებასთან ძალიან ახლოსაა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და პარიზული კლუბი ტრანსფერს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დახურავს. აღნიშნული გარიგების სანაცვლოდ ბირმინგემულები დაახლოებით 10 მილიონს მიიღებენ.

ლუკა დინი "ასტონ ვილას" ღირსებას 2022 წლიდან იცავს, იქამდე კი, "ევერტონში", "ბარსელონაში","რომასა" და "ლილიში" უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168199