ფრანგული „ტულუზა“ ანზორ მექვაბიშვილით დაინტერესდა. ამ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი წყაროები წერენ, ფრანგები მზად არიან გადაიხადონ 3 მილიონი ევრო, რასაც „კრაიოვა“ ქართველ ფეხბურთელში ითხოვს. თუმცა, როგორც ჩანს, საქმე მხოლოდ ფულს არ ეხება: „კრაიოვა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს და კლუბის მიზანია, რომ რომელიმე ევროტურნირის ძირითად ბადეში მოხვდეს, ამიტომაც, სანამ საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარეობს, გუნდის ლიდერების გაშვება არ სურს.
ასე რომ, ჯერ კიდევ გაურკვეველია 25 წლის ფეხბურთელის მომავალი, რომელიც რუმინულ გუნდში შესანიშნავად თამაშობს და ერთ-ერთი ლიდერია.
მის შესახებ რუმინეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა - ილია დუმიტრესკუმ და ფლორიან პრუნეამ ისაუბრეს. ისინი ფიქრობენ, რომ მექვაბიშვილი 3 მილიონ ევროზე მეტი ღირს:
ილია დუმიტრესკუ: „ჩემთვის ეს მცირე თანხაა. ის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, „კრაიოვაში“ ერთ-ერთი საუკეთესოა. ალბათ მისი წასვლის დრო ჯერ არაა და სწორედ ამიტომ არ გაუშვებს როტარუ. ვფიქრობ, მას შეუძლია 5-6-7 მილიონი ევროს მოტანა კლუბისთვის, შესაძლოა მეტისაც კი, რადგან მნიშვნელოვანი აქტივია“.
ფლორიან პრუნეა: „ანზორი საქართველოს ნაკრებში თამაშობს, რომელიც ამჟამად ევროპაში კარგი გუნდია და მაღალი რეიტინგით სარგებლობს. ის ძირითადი შემადგენლობის წევრია და კარგად თამაშობს“.
შეგახსენებთ, რომ ანზორ მექვაბიშვილი „კრაიოვას“ რიგებში 2024 წლიდან გამოდის და კლუბთან ერთად რუმინეთში ყველაფერი მოიგო - ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი.





