ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელს ალექსანდერ სორლოთს და მის ოჯახს განადგურებით ემუქრებიან.
სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ მიიღო სიკვდილის მუქარის შემცვლელი მესიჯები, რომელიც მან გამოაქვეყნა.
ფანების ბრაზის მიზეზი ინგლისთან მატჩში მომხდარი ეპიზოდია: როდესაც ნორვეგია 1:0-ს იგებდა, სორლოთს შეეძლო პასი ერლინგ ჰოლანდზე გაეკეთებინა და ის მეკარესთან პირისპირ დაეტოვებინა, მაგრამ ალექსანდერი ასე არ მოიქცა. მან პასი არ გააკეთა და საბოლოოდ, ბურთიც დაკარგა.
ნორვეგიას ეს გამოუყენებელი მომენტი ძვირად დაუჯდა - ინგლისისგან ორი გოლი გაუშვა და მსოფლიოს ჩემპიონატს მეოთხედფინალში გამოეთიშა.







