„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა ისაუბრა ჯუდ ბელინგემზე, ინგლისის ნაკრების ორი გოლის ავტორზე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნორვეგიის წინააღმდეგ (2:1).
„ჩემი ქალიშვილები 16 და 17 წლის არიან, უყვართ ფეხბურთი და აბსოლუტურად აღმერთებენ ბელინგემს. ის მათთვის ნამდვილი გმირია. ინგლისში ყველა ბავშვი ახლა უყურებს ამ მსოფლიო ჩემპიონატს და ოცნებობს იყოს ჯუდ ბელინგემი.
ის აბსოლუტურად ფენომენალურ ტურნირს ატარებს. მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე ავიდა. ახლა ჩვენ ვხედავთ პლანეტის საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველს. და ეს მხოლოდ გოლები არ არის. ყველაფერი, რასაც ის მოედანზე აკეთებს, ნამდვილად სრულყოფილ ფეხბურთელად აქცევს. ის ინგლისის ნაკრების ვარსკვლავია. და თქვენ უნდა გესმოდეთ, რამდენად ცვლის ეს ყველაფერს. შესანიშნავ მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს: ექვსი გოლი, წარმოუდგენელი თამაში როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მან პრაქტიკულად მარტომ გაიყვანა გუნდი ნახევარფინალამდე - მიუხედავად ჰარი კეინის უზარმაზარი დახმარებისა და ამის დავიწყებაც არ შეიძლება“, - ციტირებს ნევილის სიტყვებს Daily Mail.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისს დაიწყო. ფინალი კი აშშ-ს ქალაქ ისტ-რატერფორდში 19 ივლისს გაიმართება.







