მადრიდის „რეალს“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიუს, არ აქვს განზრახული მადრიდული კლუბის შემადგენლობის მასშტაბური „წმენდა“. პორტუგალიელს არ სურს ახალ გუნდში საკუთარი თავისთვის მტრული იმიჯის შექმნა. ავტორიტეტული გამოცემა Marca-ს ცნობით, მოურინიუს მიზანი გუნდის გაერთიანებაა.
„რეალმა“ პორტუგალიელი სპეციალისტის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ 11 ივნისს გამოაცხადა. მოურინიუ ესპანურ გიგანტს 2010 წლიდან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა. მისი თავკაცობით„ლოს ბლანკოსმა“ ესპანეთის ლა ლიგა, თასი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.
„სამეფო კლუბში“ დანიშვნამდე მოურინიუს ბოლო სამსახური „ბენფიკა“ იყო, რომელსაც 63 წლის სპეციალისტი 2025 წლიდან 2026 წლამდე წვრთნიდა.





