ფეხბურთი

13:55 | 14.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო ო’რაილი: „მოუთმენლად ველი მესისთან შეხვედრას“

ინგლისის ნაკრების მცველმა ნიკო ო’რაილიმ ისაუბრა არგენტინელ თავდამსხმელ ლიონელ მესისთან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში შეხვედრაზე.

„მოუთმენლად ველი. ეს უნიკალური შესაძლებლობაა. კარიერის დასასრულს უახლოვდება. ჩემთვის ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე საფეხბურთო მოედანზე მინახავს. და დიახ, მოუთმენლად ველი გამოწვევას“, - ციტირებს BBC Sport ო’რაილის სიტყვებს.

თამაში 15 ივლისს ატლანტაში გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე იმართება. არგენტინა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157266