ფეხბურთი

15:55 | 14.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მეტი, ვიდრე უბრალოდ დასვენება“ - მადრიდის „რეალის“ ახალწვეულმა დუმფრისმა სურინამში მოგზაურობის შესახებ ისაუბრა

ნიდერლანდელმა მცველმა დენზელ დუმფრისმა ზაფხულის არდადეგების დროს სურინამში მოგზაურობის შესახებ ისაუბრა. ფეხბურთელს ფესვები ამ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში აქვს.

„ჩემს ფესვებთან დაბრუნება! ეს მოგზაურობა გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ დასვენება. ეს იყო შანსი, ხელახლა დავკავშირებოდი ჩემს ფესვებს, ჩემს ხალხს და სურინამის სილამაზეს. დაუვიწყარი მოგონებებით, მადლიერი გულით და კიდევ უფრო ღრმა სიყვარულით მოვდივარ“, - დაწერა დუმფრისმა თავის სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დუმფრისი ამ ზაფხულს „ინტერიდან“ მადრიდის „რეალში“ გადავიდა. მცველმა ასევე ითამაშა ნიდერლანდების ნაკრებში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა თავი არაფრით გამოუჩენია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090249