ფეხბურთი

17:58 | 14.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" 35 წლის მეკარე დაიმატა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 35 წლის მეკარე კარლ დარლოუ დაიმატა, რომელიც გუნდში სენე ლამენსის სათადარიგო როლში იქნება.

ის „წითელ ეშმაკებს“ „ლიდსიდან“ შეუერთდა და კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით. დარლოუს ტრანსფერის შემდეგ „მანიუს“ ალბათ, ალტაი ბაინდირი დატოვებს, ხოლო მანამდე გუნდიდან ანდრე ონანაც წავიდა.

კარლ დარლოუ 2023 წლიდან „ლიდსში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „ნოტინგემის“, „ნიუპორტის“, „უოლსოლის“, „ნიუკასლის“ და „ჰალის“ კარს იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090363