ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი ლეანდრო ტროსარი კარიერას სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს.
ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. "არსენალმა“ 20 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ხელფასის სახით კი წელიწადში 9 მილიონი ევრო ექნება.
ლეანდრო ტროსარი „არსენალში“ 2023 წლიდან თამაშობს და 174 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ბელგიელი „ბრაიტონის“, „ლეუვენის“, „ლომელის“, „ვესტერლოს“ და „გენკის“ ღირსებას იცავდა, ბელგიის ნაკრებში კი 56 თამაშში 14 გოლით გამოირჩა.





