შვედეთის ტურნირის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა დიდი ბრიტანელი იან ჩოინსკი ორ სეტში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ორივე სეტი დაძაბული იყო: პირველში ბასილაშვილმა მეტოქეს ერთი ბრეიკით აჯობა და 6:4 მოიგო, ხოლო მეორე სეტი კიდევ უფრო საინტერესოდ წარიმართა, რომლის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ნიკოლოზმა მეტოქეს 7:4 აჯობა და საბოლოოდ, 6:4, 7:6 გაიმარჯვა.
ბასილაშვილს 5 ეისი და 9 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, მის მეტოქეს კი 6 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა. შეხვედრა საათსა და 47 წუთს გაგრძელდა.
ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში არგენტინელ ტიაგო აგუსტინ ტირანტეს შეხვდება, რომელიც რეიტინგში 61-ე ადგილზეა, ხოლო ბასილაშვილი ამჟამად 135-ე საფეხურს იკავებს.







