ფეხბურთი

22:00 | 14.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" "ფლორას" ბარიერი დაძლია და მომდევნო ეტაპზეა

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლეულია. "იბერიამ" ესტონური "ფლორას" ბარიერი (ორი მატჩის ჯამში 5:4) დაძლია და მომდევნო ეტაპზეა.

"იბერიას" სტუმრად 3:2 ჰქონდა მოგებული და თბილისურ მატჩშიც მოგებასთანაც ახლოს იყო, თუმცა ორბურთიანი უპირატესობა ადრეი დემჩენკოს გუნდმა გაანიავა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მატჩი დამაჯერებლად დაიწყო და მე-13 წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. გიორგი კუციამ ჯარიმიდან კარგად ჩააწოდა და ნიკა სიხარულაშვილმა თავური დარტყმით გაიტანა. 36 წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა დუბლის გაფორმება შეძლო, ამჯერად მან ნაჭყებიას ჩინებული პასით ისარგებლა და საკუთარი გუნდის უპირატესობა სოლიდური გახადა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა. მეორე ნახევარი კვლავ მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და 46-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ ულამაზესი გოლიც შეაგდო, თუმცა თამაშგარის გამო გაუქმდა.

თამაში კვლავ "იბერიას" კარნახით მიდიოდა და არავინ მოასწავლებდა ისეთ დასასრულს, როგორიც საბოლოოდ მივიღეთ. ადრე დემჩენკოს ფეხბურთელები მე-60 წუთის შემდეგ მოდუნდნენ და თითქოს დაღლაც შეეტყოთ, რითაც მეტოქემ ისარგებლა. "ფლორამ" ჯერ ანგარიში 69-ე წუთზე შეამცირა, ხოლო 84-ე წუთზე საპინენმა პენალტის ნიშნულიდან გათანაბრებაც შეძლო. დარჩენილ დროში სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ჩვენთვის საბედნიეროდ მეტის გატანა ვეღარ შეძლეს და საბოლოოდ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ამრიგად "იბერია" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც ბრატისლავის "სლოვანს" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა თბილისში 21 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი 28 ივლისს.


"იბერია" - "ფლორა" 2:2 (2:0)


"იბერია" 433: მაკარიძე, ზოჰური, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, კუცია (კულიევი 74'), დადიანი, ქარდავა, ნაჭყებია, სიხარულაშვილი, ბედოშვილი (კაფე 85').

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო.

"ფლორა" 433: გრუნავალდი. კურაკსინი, კოლობოვი, ვერინგი, ტოვსტიკი, ვალდმეცი (ალიკუ 63'), კრეიდა (ტეევალი 67'), ვარიუნდი, ზენიოვი (ზენიოვი 63'), საპინენი, ალამა.

მწვრთნელი: კონსტანტინ ვასილიევი.

გოლები: 1:0 სიხარულაშვილი (13'), 2:0 სიხარულაშვილი (36'), 2:1 ვარიუნდი (69') 2:2 საპინენი (პენ. 84')

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169288