ფეხბურთი

19:25 | 14.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ იაპონელი მეკარის ტრანსფერზე მუშაობს

"პარი სენ-ჟერმენი" იტალიური "პარმას" მეკარის ზიონ სუძუკის ტრანსფერზე მუშაობს. ინფორმაციას იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს და შესაძლოა უახლოეს პერიოდში ყველაფერი დასრულდეს. პარიზულ გრანდში გადასვლა თავად 23 წლის იაპონელ მეკარესაც სურს, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თავი კარგი თამაშით დაგვამახსოვრა.

ზინო სუძუკი "პარმაში" 2024 წლიდან თამაშობს, ხოლო იქამდე, ბელგიურ "სტ. ტრუიდენში" და მშობლიურ "ურავაშიც" უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086217