ფეხბურთი

20:58 | 14.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბარკოლამ კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს

საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ს შემტევმა ბრედლი ბარკოლამ კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. მისი დამატებით ლონდონის "არსენალი" და "ლივერპული" არიან დაინტერესებულნი.

როგორც ბრიტანული გამოცემები იტყობინებიან, ბარკოლა "ლივერპულის" მთავარი სატრანსფერო სამიზნედ ითვლება და მის ბრძოლაში ფავორიტებიც სწორედ მერსისაიდელები არიან. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა დასკვნით ფაზაში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შევა.

პარიზულ კლუბს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, თუმცა თავად ბარკოლა კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არ არის, რადგან მას რეგულარული სათამაშო დრო სჭირდება, რისი შესაძლებლობაც პსჟ-ში არ ეძლევა.

ბრედლი ბარკოლა "ლიონის" აკადემიის აღზრდილია, ხოლო პსჟ-ში 2023 წლიდან თამაშობს. მისი სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 70 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169239