ფეხბურთი

10:15 | 15.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ სკალონი: "ეს უბრალოდ ფეხბურთის მატჩია და ნუ გადააქცევთ მას სხვა რამედ"

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

არგენტინისთვის ინგლისთან დაპირისპირება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად ითვლება. გუნდები ერთმანეთს არაერთ დასამახსოვრებელ შეხვედრაში შეხვდნენ, თუმცა სკალონის განცხადებით, ეს უბრალოდ ერთი ფეხბურთის მატჩია.

"ეს უბრალოდ ფეხბურთის მატჩია, ნუ ვაქცევთ მას სხვა რამედ. ჩვენ ვეთამაშებით შესანიშნავ გუნდს, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც ძალიან ვაფასებ და დიდ პატივს ვცემ. ეს უბრალოდ ფეხბურთის მატჩია და მეტი არაფერი.

მსოფლიო ჩემპიონატზე იოლი მატჩი არ არსებობს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ მოვედით აქამდე. მტავარი აქ ვართ და უნდა ვისიამოვნოთ ამ მომენტით. არგენტინის ნაკრების ამ ეტაპზე ნახვას შეიძლება ჩვეულებრივ მოვლენად მივიჩნევთ, მაგრამ სინამდვილეში ეს სულაც არ არის ადვილი. ბედნიერები და აღფრთოვანებულები უნდა ვიყოთ. ხვალინდელ მატჩში ყველაფერს გავიღებთ, რაც დაგვრჩა, ოფლის უკანასკნელ წვეთამდე და ვიბრძოლებთ ფინალში გასასვლელად", - განაცხადა სკალონიმ.

ინგლისისა და არგენტინის მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. წყვილში გამარჯვებული ფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087888