საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან (0:2) მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
„ფეხბურთელები განადგურებულები არიან, რადგან ძალიან დიდი ამბიციები გვქონდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენს ჩვეულებრივ დონეზე ერთი საფეხურით დაბლა ვითამაშეთ. მეტოქე სრულად აკონტროლებდა თამაშს.
უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი ბრალია. სასურველ დონეზე ვერ ვითამაშეთ და შეტევაში ისეთი სახიფათო ვერ ვიყავით, როგორიც შეგვეძლო. რამდენიმე ტექნიკური შეცდომა დავუშვით გადაცემებში, რაც შესაძლოა საგოლე მომენტებად ქცეულიყო. სამწუხაროდ ახლა ვეღარაფერს შევცლით, ასეთია უმაღლესი დონის ფეხბურთის რეალობა, რაც ძალიან მტკივნეულია", - განაცხადა დეშამმა.
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩს ჩაატარებს, სადაც მათი მეოტექე ინგლისი-არგენტინას წყვილში დამარცხებული იქნება.





