ფეხბურთი

12:03 | 15.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრებში დეშამს ზიდანი შეცვლის

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან მარცხის (0:2) შემდეგ მსაჯის მიმართ უკმაყოფილება არ დამალა.

„იმედგაცრუებაა, რადგან დიდი ამბიცია გვქონდა. რაღაც გვაკლდა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, რომელმაც იცის, როგორ გააკეთოს ბევრი რამ კარგად. უამრავი ტექნიკური შეცდომა დავუშვით - ასეთ მატჩში ყველანი 100%-ით უნდა ვყოფილიყავით მზად, რაც არ მოხდა. შემდეგ სალიბას ტრავმა, რაბიოს ყვითელი ბარათის მიღება და წითელი ბარათის რისკი... ვეკითხები ჩემს თავს: ეს მსაჯი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალის დონის იყო? არა...

ძნელი ასახსნელია, რა დაგვაკლდა. ვცადეთ რეაგირება, მაგრამ ჩვენს წინ იყო შესანიშნავი გუნდი, რომელმაც ჩვენზე გაცილებით ნაკლები შეცდომა დაუშვა. ვფიქრობდი, რომ ბიჭებს გათანაბრების უნარი ჰქონდათ, მაგრამ შემტევებმა კარგად ვერ ითამაშეს, ასეთ სიტუაციაში მოგება კი ძნელია“, - თქვა დეშამმა.

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში ბოლო მატჩს 18 ივლისს, მესამე ადგილისთვის ჩაატარებს და გუნდს დატოვებს. ის „მამლებს“ 14 წლის განმავლობაში წვრთნიდა და მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, ასევე ერთა ლიგაც, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატსა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალსაც ფლობს.

ცნობილია, რომ საფრანგეთის ნაკრებში დიდიე დესამს ზინედინ ზიდანი შეცვლის - ეს უკვე გადაწყვეტილია და მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097218