ფეხბურთი

11:24 | 15.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მალდინის იტალიის ნაკრებში პირლოს დანიშვნა სურს

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შესაძლოა, ანდრეა პირლო გახდეს. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, იტალიის ნაკრების ახალი ტექნიკური დირექტორის, პაოლო მალდინის კანდიდატი სწორედ პირლოა, რომელიც ამჟამად „დუბაი იუნაიტედში“ მუშაობს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებები არ დაუწყია და მისი დანიშვნა გამორიცხულია, სამაგიეროდ, მათ ორი კანდიდატი ჰყავთ - რობერტო მანჩინი და ანდრეა პირლო. სწორედ ერთ-ერთი უნდა გახდეს „სკუადრა აძურას“ ახალი თავკაცი. ფედერაცია გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში მიიღებს.

თუმცა, მალდინის ფავორიტი პირლოა, რაც ზრდის შანსს, რომ სწორედ ის გახდება ნაკრების ახალი თავკაცი, რაც ძალიან მოულოდნელი იქნება. რატომ? იტალიის ნაკრები კრიზისშია და გამოუცდელი, თანაც, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ წარმატებული სამწვრთნელო კარიერის მქონე პირლოზე არჩევანის გაკეთება, როგორც მინიმუმ, ძალიან სარისკო იქნება.

ანდრეა პირლოს კარიერის განმავლობაში „იუვენტუსში“, „კარაგუმრუკსა“ და „სამპდორიაში“ უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169758