საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებთან მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ძალიან ბევრი ტექნიკური შეცდომა დავუშვით. ვერ ავამოქმედეთ სათამაშო გეგმა. როდესაც არ აკეთებ იმას, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში უნდა გააკეთო, ვერ მოიგებ. ვერ ვითამაშეთ ნახევარფინალისთვის შესაბამის დონეზე და რაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად საჭიროა, ვერ გავაკეთეთ“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპესთვის ეს მესამე მუნდიალია და ფინალს მიღმა პირველად დარჩა. ამჯერად, საფრანგეთის ნაკრებისთვის მაქსიმუმი მესამე ადგილი თუ იქნება.







