საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა რაიან შერკიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებთან მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რომელიც ვიცით, ესპანეთმა კი ეს გააკეთა. დიდი იმედგაცურებაა.... ყველას ჩვენი ეშინოდა, მაგრამ ერთადერთი გუნდი, რომელმაც დაგვამარცხა, ჩვენი საკუთარი თავია. მსაჯი არ იყო საუკეთესო, თუმცა მას ჩვენთვის გოლები არ გააუქმებია. წაგება უბრალოდ ჩვენი ბრალია“, - თქვა შერკიმ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ესპანეთთან 0:2 დამარცხდა და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ითამაშებს.







