ფეხბურთი

17:28 | 15.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დეპორტივოს" ობამეიანგის გადაბირება სურს

ვეტერანი გაბონელი თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი შესაძლოა ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნდეს.

37 წლის ფეხბურთელის გადაბირება ლა კორუნიის „დეპორტივოს“ სურს. „დეპორი“ „მარსელს“ 1.5 მილიონ ევროს სთავაზობს, რათა აფრიკელი ფორვარდი გადაიბიროს.

ობამეიანგმა გასულ სეზონში „მარსელის“ მაისურით 41 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. მას ესპანეთში „ბარსელონას“ რიგებში 2021-2022 წლების სეზონში აქვს ნათამაშები. გაბონელი სხვადასხვა დროს „ალ-ქადსიას“, „ჩელსის“, „არსენალის“, „დორტმუნდის“, „სენტ ეტიენის“, „მონაკოს“, „ლილის“, „დიჟონის“ და „მილანის“ წევრი იყო.

შეგახსენებთ, რომ „დეპორტივო“ ლა ლიგაში დაბრუნდა და მომდევნო სეზონს ესპანეთის ელიტალურ ლიგაში გაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.251783