„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი იბრაჰიმა მბაიე შესაძლოა „დორტმუნდში“ გადავიდეს.
სენეგალელი ტალანტის შესახებ გერმანულმა კლუბმა ინფორმაცია მოითხოვა. მბაიეთი დაინტერესებული არიან პრემიერლიგის კლუბებიც და დიდი შანსია, მან პსჟ დატოვოს, რადგან სათამაშო პრაქტიკად მოკლებულია.
18 წლის ფეხბურთელს პსჟ-ს რიგებში 41 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო სენეგალის ნაკრებში 15 შეხვედრაში თავი ოთხჯერ გამოიჩინა.





