ფეხბურთი

20:22 | 15.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ზირას" მწვრთნელი: "მომდევნო ეტაპზე გასასასვლელად უკეთ თამაში დაგვჭირდება"

აზერბაიჯანული „ზირას“ მთავარმა მწვრთნელმა რაშად სადიგოვმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, მეტოქე გამოცდილია და „ზირას“ მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად უკეთ თამაში დასჭირდება, ვიდრე პირველ შეხვედრაში ითამაშა:

„გამოცდილ კლუბს, კარგად ნაცნობ მეტოქეს ვეთამაშებით. პირველი თამაშის შემდეგ უპირატესობა გვაქვს. მათ კარგი შემადგენლობა და გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ, ასევე კარგი გულშემატკივარი. მათ ევროტურნირებზე დიდი გამოცდილება აქვთ. ხვალ ისინი შეეცდებიან მატჩის მიმდინარეობის შეცვლას, ამისთვის მზად ვართ. საინტერესო 90 წუთი გველოდება. იმედი მაქვს, რომ საკითხს ძირითად დროში მოვაგვარებთ. ასევე გვსურს, ფიზიკურად უკეთ მოვემზადოთ, ვიდრე პირველ თამაშში იყო. სეზონის პირველი თამაში ყოველთვის რთულია. ვიცით, რომ ჩვენი მეტოქე პირველ თამაშზე უკეთ ითამაშებს. თუ გვსურს მომდევნო ეტაპზე, უკეთ უნდა ვითამაშოთ, როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად. ოპტიმალური ფიზიკური დონის მისაღწევად, 3-4 ოფიციალური მატჩი უნდა ვითამაშოთ“, - თქვა სადიგოვმა.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედოს“ პირველი მატჩ სტუმრად 0:3 აქვს წაგებული და რთულ მდგომარეობაშია, საპასუხო შეხვედრა კი 16 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094176