„ჰოლტაინ კილმა“ ამხანაგურ მატჩში საუდის არაბეთის „ალ-აჰლი“ 4:1 დაამარცხა, გიორგი ქვილითაიამ კი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა, რომელმაც პირველი ტაიმი ითამაშა, 45-ე წუთზე აიღო მეტოქის კარი და თავისი გუნდი დააწინაურა (2:1). ქვილითაიასთვის ეს პირველი გოლია გერმანულ გუნდში, თუმცა არაოფიციალური და მხოლოდ სპარინგში.
გიორგი „კილს“, რომელიც მეორე ბუნდესლიგის ბინადარია, ცოტა ხნის წინ ერთწლიანი კონტრაქტით შეუერთდა.
„კილი“ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას კიდევ გამართავს, სანამ II ბუნდესლიგის პირველ ტურში 8 აგვისტოს, სტუმრად „დარმშტადტს“ დაუპირისპირდება.







