ფეხბურთი

0:00 | 16.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" მწვრთნელი: "ჩემთვის ეს თამაში 0:0-დან იწყება"

გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა დიამანტის ვავალისმა კონფერენს ლიგაზე „ვირტუსთან“ საპასუხო მატჩამდე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალინდელი მატჩის წინ გუნდი სრული კონცენტრაციით ემზადება.

"ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად გუნდში საბრძოლო და პიზიტიური განწყობაა და ყველა ვიმედოვნებთ,რომ გავიმარჯვებთ და შემდეგი ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ. გორში ჩატარებული პირველი მატჩის შემდეგ გუნდმა სრულფასოვნად აღიდგინა ძალები. ჩვენ ვიმუშავეთ ყველა იმ დეტალზე რაც ამ თამაშისთვის გვჭირდებოდა.

ფრენის შემდეგ გუნდმა მსუბუქად ივარჯიშა ,ბიჭებმა კარგად იციან თუ რას ვითხოვ მე მათგან მოედანზე, ეს თამაში ჩემთვის 0:0 დან იწყება და შანსები ისევ 50-50 ზეა, რადგანაც ამ გუნდს საკმარისი გამოცდილება აქვს საშინაო თამაშების მაღალ დონეზე ჩატარებისა. გორელ გულშემატკივარს კი ვპირდებით, რომ ჩვენ პირველიდან უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებთ მატჩში სასურველი შედეგის მისაღწევად“, - თქვა ვავალისმა.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილამ“ პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 3:1 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092784