ფეხბურთი

0:49 | 16.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

გოშაძე: "იქამდე ვიბრძოლებთ, სანამ მცირე შანსი მაინც არსებობს"

ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარემ, ოთო გოშაძემ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ზირასთან“ საპასუხო მატჩის წინ კომენტარი გააკეთა:

„ბრძოლას ვაპირებთ მანამ, სანამ შემდეგ ეტაპზე გასვლის თუნდაც მცირე შანსი მაინც არსებობს. გულშემატკივრის მხრიდან ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის გასაგები და მისაღებია. ვიღებთ ამ კრიტიკას: მათ მსგავსად, სტუმრად ნაჩვენები თამაში და შედეგი ჩვენთვისაც მიუღებელია.

ხვალ ის მატჩია, როცა მინიმუმ 3 გოლი გვექნება გასატანი. გულშემატკივრის გარეშე ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნება. ამიტომ ვთხოვ, მოვიდნენ მატჩზე, ერთად ბევრი შეგვიძლია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი იმედი გავამართლოთ“, - თქვა გოშაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედოს“ პირველი მატჩი სტუმრად 0:3 აქვს წაგებული, ხოლო მეტოქეს დღეს, 20:00 საათზე უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166811