ფეხბურთი

1:47 | 16.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი: "განადგურებული ვარ"

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ჰარი კეინმა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებთან მარცხის (1:2) შემდეგ ისაუბრა.

„განადგურებული ვარ ბიჭების გამო, ყველას გამო, გუნდის, შტაბისა და გულშემატკივრებისთვის. დროის უმეტესი ნაწილი კარგად ვითამაშეთ, როდესაც დავწინაურდით, ვცდილობდით ანგარიშის შენარჩუნებას, მაგრამ ამ დონეზე ეს არ კმარა. ამიტომ, უბრალოდ განადგურებული ვარ, რადგან ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ მიზნისთვის მიგვეღწია, რაც ვერ შევძელით და ძალიან მტკივნეულია“, - თქვა კეინმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები არგენტინასთან 85-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ ბოლოს ორი გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა. თომას ტუხელის გუნდი ახლა მესამე ადგილისთვის საფრანგეთთან ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16445