ფეხბურთი

2:10 | 16.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ვიცი, რომ ახლა მილიონობით მწვრთნელია, რომელმაც თამაშის შემდეგ ჩემზე მეტი იცის"

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებთან მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ბურთის კონტროლი ვერ მოვახერხეთ და ბევრი ჩაწოდება მივიღეთ, რამაც ბევრი მომენტი და კარში დარტყმა გამოიწვია. ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ შევძელით იმავე დონის შენარჩუნება, რაც გოლამდე გვქონდა.

ხუთკაციან დაცვაზე გადასვლა გადავწყვიტეთ, რადგან ბევრი ღია სივრცე იყო, რათა ეს სივრცეები შეგვემცირებინა და მეორე სართულზეც გვეთამაშა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება და თუ საქმე კარგად არ წავიდა, ადვილია იმის თქმა, რომ მან შეცდომა დაუშვა.

რა თქმა უნდა, გვინდოდა მეორე გოლის გატანა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ შეტევაში ცვლილებები დაგვეხმარებოდა. ბურთი ვერ შევინარჩუნეთ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უფრო სტრუქტურული პრობლემა იყო. მესმის, რომ დისკუსიები გაგრძელდება და მილიონობით მწვრთნელია, რომლებმაც მატჩის შემდეგ ჩემზე მეტი იციან“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები არგენტინასთან 85-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ ბოლოს ორი გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა. თომას ტუხელის გუნდი ახლა მესამე ადგილისთვის საფრანგეთთან ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167047