ფეხბურთი

2:30 | 16.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

სკალონი: "უნიკალურები ვართ, როცა გვიჭირს, უკეთ ვთამაშობთ"

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„სიტყვების გარეშე ვარ, ჩვენი ქვეყნისთვის წარმოუდგენელი სიხარულია. ჩენ უნიკალურები ვართ და ეს არ არის ამპარტავნება. დღეს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ჩვენნაირი ადამიანები ასეთი რამეებისთვის ვარსებობთ. ფინალის მოგებას ვეცდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ეს შედეგი უკვე საოცარია. ეს გუნდი უკეთ თამაშობს, როცა უჭირს. ეს არის განცდა, რომელიც მაქვს. რომც წაგვეგო, სახლში დამწუხრებულები დავბრუნდებოდით, მაგრამ გვეცოდინებოდა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, ისე ვითამაშეთ, როგორც გვჭირდებოდა. ნახევარფინალის ასე მოგება საოცარი გრძნობაა. დღეს ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს ეპიკური გამარჯვებაა.

დე ლა ფუენტე ჩემი მასწავლებელი იყო, როცა მწვრთნელობას ვსწავლობდი. გაგვიმართლა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში შევხვდებით. ესპანეთში ვცხოვრობ, ჩემი ოჯახი ესპანურია, მაგრამ ფინალში გამარჯვება მინდა. ეს შესანიშნავი მატჩი იქნება. ანალიზისთვის დრო გვექნება, მაგრამ მარტში ეს უკვე გავაკეთეთ. რაღაც შეიცვალა, მაგრამ ესპანეთი ისეთივე ძლიერია. მოვემზადებით, მთავარია, რომ ხალხი ბედნიერია. ვფიქრობ, ესპანელებიც ბედნიერები უნდა იყვნენ, რომ ფინალში შეხვდებიან“, - თქვა სკალონიმ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი 19 ივლისს, 23:00 საათზე, არგენტინასა და ესპანეთს შორის გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164145