არგენტინის ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ეს მსოფლიო ჩემპიონატი სრულიად დაუჯერებელი იყო. კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა წარმოუდგენელი მიღწევაა. ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ ყველა არგენტინელს ვახარებთ.
სიგიჟეა, რასაც მივაღწიეთ.. ეს შეიძლება სხვებს სწყინდეს და შეუძლიათ რაც უნდათ, ის თქვან, მაგრამ ჩვენ ეს სტატუსი შრომით და ოფლით მოვიპოვეთ. ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძვით და არასდროს ვნებდებით, მაშინაც კი როცა ვმარცხდებოდით ყველამ ნახა როგორ ვითამაშეთ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ვართ - მოსწონთ ეს თუ არა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფეხბურთის მატჩი იყო, ეროვნული ჰიმნის დაწყებისთანავე რაღაც განსაკუთრებული ვიგრძენით. არგენტინელ ხალხს ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდათ და მიხარია, რომ ეს შევძელით და ჩვენი ხალხი გავახარეთ. გულშემატკივარს იმავეს ვეტყოდი, რაც კატარში - ისიამოვნეთ ამ ყველაფრით. ეს გუნდი არასდროს გაგიცრუებთ იმედებს.
ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის თითქმის ერთი წელი ვემზადებოდი. დეკემბერი არგენტინაში გავატარე. დილა-საღამოს ვვარჯიშობდი, რადგან მსურდა საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავი.
დარწმუნებული ვარ, დიეგო ზემოდან ამ ყველაფრით ძალიან ტკბება. ეს ყველაფერი მისთვისაცაა, რადგან ეს დღე მისთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო... ბედნიერი ვარ, რომ შევძელი მისთვის ეს სიხარული მიმენიჭებინა და იმედი მაქვს, ზემოდან ისე აღნიშნავს ამ გამარჯვებას, როგორც თავად მოისურვებს, და ამით ისიამოვნებს. ჩვენ გაგვიმართლა, რომ დიეგოს ეპოქაში ვიცხოვრეთ. არასოდეს მინდოდა საკუთარი თავის მასთან შედარება და ვიცი, რომ მას ვუყვარდი. მე იმ ლამაზ მოგონებებს ვინახავ, რომლებიც ერთად შევქმენით", - განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, რომელიც 19 ივლისს გაიმართება, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.





