“მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჯონ სტოუნსმა კარიერა შესაძლოა იტალიის სერია A-ში გააგრძელოს. ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ.
Sky Italia-ს ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელის დამატებით მილანის „ინტერი“ ინტერესდება და მოლაპარაკებების დაწყებას მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე გეგმავს. "ნერაძური“ დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე სტოუნსი ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნევა.
ამავე წყაროს ცნობით, ინგლისელი მცველის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება ტურინის „იუვენტუსიც“, რომელიც ასევე ახალი ცენტრალური მცველის ძიებაშია.
ჯონ სტოუნსი "სიტის" ღირსებას 2010 წლიდან იცავდა, მან "ქალაქელთა" შემადგენლობაში 293 მატჩი ჩაატარა.





