ლონდონის „არსენალმა“ შესაძლოა ახალი სეზონის საწყისი ნაწილი ერთ-ერთი ლიდერის უილიამ სალიბას გარეშე ჩაატაროს.
როგორც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe იუწყება, სალიბას შესაძლოა ზურგის ოპერაცია ჩაუტარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას მინიმუმ 4-5 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.
25 წლის ფეხბურთელმა ტრავმა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, ესპანეთთან მატჩის დროს მიიღო. სალიბამ ძლიერი ტკივილის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და 30-ე წუთზე შეცვალეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ზურგის ქრონიკული პრობლემა უკვე რამდენიმე თვე აწუხებდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და მუნდიალის გამო ტკივილგამაყუჩებლების დახმარებით თამაშს აგრძელებდა.
დასჭირდება, თუ არა სალიბას ოპერაციის გაკეთება, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ გაირკვევა.
უილიამ სალიბამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების მაისურით 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.





