33 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ სტამბოლის "გალათასარაი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია.
მაურო იკარდის კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის შედეგადაც ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს იკარდი კარიერას.
არგენტინელმა სტამბოლურ კლუბში ოთხი სეზონი გაატარა. ამ პერიოდში მან თურქეთის სუპერლიგაში 96 მატჩი ჩაატარა და თავი 65 გოლთან ერთად 18 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





