ფეხბურთი

19:52 | 16.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ ორი იდენტური შეტყობინება გამოაქვეყნა არგენტინის 2022 და 2026 წლების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლის შემდეგ

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა და კაპიტანმა ლიონელ მესიმ, მისი გუნდის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლის შემდეგ, თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იდენტური შეტყობინება, ზუსტად ისეთი რომელიც მან დაწერა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში „ალბისელესტეს“ გასვლის შემდეგ.

„ჩვენ დავიბრუნეთ ძალა კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩის ჩასატარებლად. დიდი მადლობა ყველას, ვინც ენდო ამ გუნდს! წინ, არგენტინა, ეშმაკმა დალახვროს!“ - წერს მესი თავის პოსტში.

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება კვირას, 19 ივლისს, აშშ-ს ქალაქ ისტ რუტერფორდში, „მეტლაიფის“ სტადიონზე. თამაში თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121645