ფეხბურთი

20:42 | 16.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

დემბელემ ესპანეთის წინააღმდეგ მატჩის შესვენებაზე ისაუბრა და საფრანგეთის ნაკრების პრესინგი გააკრიტიკა

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა უსმან დემბელემ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის ესპანეთის წინააღმდეგ (0:2) შესვენებაზე გასახდელში ისაუბრა - წერს L'Équipe.

წყაროს ცნობით, თამაშის ვითარების შესაცვლელად, დემბელემ შესვენებაზე გასახდელში სიყტვა მოითხოვა, როდესაც საფრანგეთი 0:1 აგებდა. მან ყურადღება გაამახვილა თავისი გუნდის პრესინგზე და აღნიშნა მათი ქმედებების ცუდი კოორდინაცია.

აღსანიშნავია, რომ მისმა კომენტარებმა ზოგიერთი თანაგუნდელის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. მათ მიაჩნდათ, რომ უსმანი ემოციებს მხოლოდ მაშინ ავლენს, როცა კარგად არ თამაშობს, მაშინ როცა სხვა კრიზისულ სიტუაციებში უფრო მშვიდია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160038