ფეხბურთი

21:52 | 16.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ტორპედო“ „ზირასთან“ კონფერენს ლიგაზე ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

კონფერენს ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩში ქუთაისის „ტორპედომ“ აზერბაიჯანულ „ზირას“ უმასპინძლა, პირველი მატჩის მსგავსად 0:3 დამარცხდა და ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

ქუთაისელები იმედით ხვდებოდნენ შეხვედრას. პირველ მატჩში დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, საბრძოლველად განწყობილიყვნენ. ყოველ შემთხვევაში, მატჩისწინა ინგტერვიუებში ასე ამბობდნენ. მატჩი სწორედ მათი უპირატესობით დაიწყო, მაგრამ 25-ე წუთზე დაცვაში შეცდომა დაუშვეს და „ზირას“ თურქმა ლეგიონერმა არენ აიდინმა გახსნა ანგრიში - 0:1.

მალევე ამინ სეიდიევმა საჯარიმოს გარედან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა - 0:2. მესამე კი ისევ აიდინმა შეაგდო და დუბლი მიითვალა.

რაზე იყო დაფუძნებული ქუთაისელთა ოპტიმიზმი ძნელი სათქმელოა, რეალურად კი დირკ შუსტერის შეგირდებმა ისევ ძალიან სუსტი შთაბეჭდილება დატოვეს და კვლავ უსახელოდ დაემშვიდობნენ ევროთასს.

სტუმართა რიგებში ქართველმა ლეგიონერებმაც ითამაშეს. დავით ვოლკოვი 85-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი პაპუნაშვილი კი 75-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

ტორპედო (ქუთაისი) - ზირა (აზერბაიჯანი) 0:3 (0:2)

0:1 აიდინი (25), 0:2 სეიდიევი (39), 0:3 აიდინი (70)

ტორპედო: გოშაძე, კუპრავა, ლაცაბიძე (ნადარაია 57), შიმიჩი, სტამატოვი, ბუკია, მამუჩაშვილი, სკორუპი, არაბიძე, ანდრიჩი (დეისაძე 57), ფელიპე პირესი

მწვრთნელი: დირკ შუსტერი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.077974