„დილამ“ სან-მარინოს „ვირტუსს“ პირველ მატჩში 3:1 მოუგო და უპირატესობის მიუხედავად საპასუხო შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოუვიდა.
მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გორელები მედგრად იცავდნენ თავს. თამაში სანახაობრივად სასეირო ვერ გამოდგა, სახიფათო სიტუაციებიც იშვიათად იქმნებოდა. საქმე 52-ე წუთზე გართულდა, როცა გორელთა განელმა ნახევარმცველმა, ბლანკსონ ანოფმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.
ცხადია, მასპინძლებმა ზეწოლა გაზარდეს, მაგრამ შესანიშნავი იყო გორელთა მეკარე, დავით კერესელიძე.
სანმარინოელებმა უკვე დამატებულ წუთებზე მაინც გაიტანეს, თავი ელია ჩაჩიმ გამოიჩინა. „ვირტუსმა“ 1:0 მოიგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში (3:2) შემდგომ ეტაპზე „დილა“ გავიდა და მეორე ეტაზე კვიპროსულ „აპოლონს“ დაუპირისპირდება.
ვირტუსი (სან-მარინო) - დილა (გორი) 1:0 (0:0)
1:0 ჩაჩი (90+3)
დილა: კერესელიძე, ჯალაღონია, არაუჟო, კიკაბიძე (ეტუ 62), სანიანგი, მენთეშაშვილი (იარბრო 81), ტალი, ანოფი, ფარულავა (კუაკუ 70), შეყილაძე (კანტე 46), ნიენეტუ (გოგობერიშვილი 46)
მწვრთნელი: დიამანტის ვავალისი
გაძევება: ანოფი (56)







