ფეხბურთი

12:27 | 17.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ენდრიკმა კარიერა შესაძლოა სერია A-ში გააგრძელოს

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ენდრიკმა შესაძლოა კარიერა იტალიის სერია A-ში გააგრძელოს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ბრაზილიელის დამატებით "რომა" სერიოზულადაა დაინტერესებული და ფეხბურთელის იჯარის დამატებაზე მუშაობს. ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა მოლაპარაკებების პროცესი პოზიტიურად ვითარდება.

ენდრიკი "რეალში" 2024 წლიდან თამაშობს, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით "ლიონში" გაატარა, სადაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ლიგა 1-ში ჩატარებულ 16 მატჩში 19 წლის ფეხბურთელმა თავი 5 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088925