სხვა

13:05 | 17.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

შონ ო'მალი: "უკვე შვიდი თვე გავიდა, იანი კი თმას ინერგავს და ტაილანდში "ლედიბოებთან" ერთობა"

UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა შონ ო'მალიმ საკუთარ პოდკასტში დივიზიონის მოქმედ ჩემპიონ პიოტრ იანზე ისაუბრა და რუსი მებრძოლი გააკრიტიკა. მისი თქმით, ის დივიზიონს აფერხებს და აქტიურობის ნაცვლად, ტაილანდში "ლედიბოებთან" ერთობა.

"სად არის იანი საერთოდ? უკვე შვიდი თვე გავიდა, რაც ბოლოს მერაბთან იჩხუბა. როდესაც დვალიშვილი ქამარს ფლობდა საოცრად აქტიური იყო, მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვიცი რა ხდება. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს დივიზიონში საოცარი რამეები ხდება, იანი კი ამ დროს თმის გადანერგვით არის დაკავებული და ტაილანდში "ლედიბოებთან" ერთობა.

თუ პიოტრი და მერაბი ოქტომბრამდე არ იჩხუბებენ, შესაძლოა თავი ჩემპიონად გამოვაცხადო და დეკემბერში ჩემი ქამარი დავიცვა", - განაცხადა ო'მალმა.

პიოტრ იანისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლა 2025 წლის დეკემბერში გაიმართა, რომელიც რუსი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა. ბრძოლის შემდეგ იანმა ზურგის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც დაბრუნებას ჯერაც ვერ ახერხებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163028