ფეხბურთი

14:42 | 17.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად: მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულს ბეჭდებს გადასცემენ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრები ისტორიაში პირველად არა მხოლოდ მსოფლიო თასსა და ოქროს მედლებს, არამედ სპეციალურ ჩემპიონობის ბეჭდებსაც მიიღებს. გადაწყვეტილება FIFA-მ ოფიციალურად დაადასტურა.

გამარჯვებულ გუნდს 30 ინდივიდუალური ბეჭედი გადაეცემა. თითოეულ მათგანზე გამოსახული იქნება მსოფლიო ჩემპიონატის თასი, ხოლო მეორე მხარე გამარჯვებული ქვეყნის სიმბოლიკით გაფორმდება. ყველა ბეჭედი დანომრილი და კონკრეტულ მფლობელზე მორგებული იქნება.

ფიფა გამოუშვებს ლიმიტირებულ სერიას – სულ 2 026 ბეჭედს, საიდანაც 30 ჩემპიონ გუნდს გადაეცემა, ხოლო დარჩენილი 1 996 ოფიციალური პროდუქტის სახით მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივრებისთვის გაიყიდება.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი 19 ივლისს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094082