ფეხბურთი

15:32 | 17.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

იაია ტურე: "საქართველოში მოგებისთვის მივდივართ, გვინდა, საპასუხო მატჩისთვის გარკვეული უპირატესობა მოვიპოვოთ"

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "იბერია" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, სადაც მათი მეტოქე ბრატისლავის "სლოვანი" იქნება.

სლოვაკურმა კლუბმა "იბერიასთან" გასამართი შეხვედრის წინ ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა "პაფოსთან", რომელიც 3:2 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ "სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმა იაია ტურემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებმა მას "იბერიასთან" მატჩზეც ჰკითხეს.

"ყოველთვის მინდა, რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ და რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ. რა თქმა უნდა, დაცვითი ფაზაც მნიშვნელოვანია და ამაზე ჩემს კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ.

საქართველოში მოსაგებად მივდივართ. გვინდა, რომ ამ შეხვედრაში კარგი განწყობით ვითამაშოთ, სიამოვნება მივიღოთ და გულშემატკივრები გავახაროთ, რადგან ისინი ჩვენზე იმედებს ამყარებენ.

ვიცი, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი ხარისხი იმისთვის, რაღა იქიდან საპასუხო მატჩისთვის გარკვეული უპირატესობა წამოვიღოთ", - განაცხადა ტურემ.

"იბერიასა" და "სლოვანის" პირველი შეხვედრა თბილისში 21 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი 29 ივლისსაა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173796