ფეხბურთი

17:00 | 17.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" ხულიან ალვარესის გაყიდვას არ აპირებს

„ატლეტიკო მადრიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიგელ ანხელ ხილ მარინმა განაცხადა, რომ ხულიან ალვარესი მიმდინარე ზაფხულს გუნდს არ დატოვებს.

მისი თქმით, „ატლეტიკოს“ პოზიცია ფეხბურთელთან, მის წარმომადგენლებთან და „ბარსელონას“ პრეზიდენტთან უკვე ნათლად არის დაფიქსირებული.

"ჩემი პოზიცია ნათელია, ისევე როგორც კლუბის პოზიცია. ეს ფეხბურთელს, მის აგენტებს და "ბარსელონას" პრეზიდენტსაც ვაცნობეთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ატლეტიკო ხულიანისთვის საუკეთესო ადგილია მსოფლიოში, ხოლო ხულიანი იდეალური თავდამსხმელი ჩვენი გუნდისთვის. ჩვენ მისი შენარჩუნება გვინდა.

ჩვენ მისი გაყიდვა არ გვინდა. არცერთი კლუბისგან 100 მილიონიანი შეთავაზება არ მიგვიღია, მაგრამ ხულიანის გაყიდვას არც 150 და არც 200 მილიონის სანაცვლოდ არ ვაპირებთ", - განაცხადა ხილ მარინმა.

ხულიან ალვარესი "ატლეტიკოში" 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობს და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2030 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163629