„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სამწვრთნელო კარიერაში პაუზას იღებს.
როგორც მან თქვა, სჭირდება, რომ ფეხბურთისგან დაისვენოს და მხოლოდ მაშინ დაბრუნდება, როცა მისი პროფესია მოენატრება:
„მწვრთნელობა 37 წლის ასაკში დავიწყე და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ფეხბურთს უკავშირდებოდა. ახლა მინდა, რომ ცხოვრება აღმოვაჩინო, ბედნიერი ვიყო იმით, რაც ფეხბურთს არ უკავშირდება. მიყვარს ჩემი სამსახური, მაგრამ დგება დრო, როცა გრძნობ, რომ შესვენება გჭირდება. იქნებ, ერთ დღეს გავიღვიძო და ვთქვა: „კარგი, მინდა მწვრთნელობას დავუბრუნდე“. უნდა ვიგრძნო, რომ ეს მენატრება და ახლა არ მენატრება. ვცდილობ გავიგო, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება. გადავწყვიტე, პაუზა ავიღო, რადგან მინდა უკეთ ვიზრუნო საკუთარ თავზე. მინდა მეტი დრო გავატარო ჩემს შვილებთან და მამაჩემთან, რომელიც 95 წლისაა. 56 წლის ვარ, აღარ ვარ ახალგაზრდა და ჩემი პერსპექტივა ცოტა შეიცვალა“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა სამწვრთნელო კარიერაში „ბარსელონას“, „ბაიერნს“ და „მანჩესტერ სიტის“ ავარჯიშებდა.







