მოჰამედ სალაჰმა შესაძლოა, კარიერა თურქეთის ჩემპიონატში, კერძოდ, „ბეშიქთაშში“ გააგრძელოს.
თურქი ჟურნალისტი იაგიზ საბუნჯუოღლუ იტყობინება, რომ ეგვიპტელსა და სტამბოლურ კლუბს შორის პირად კონტრაქტზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.
სალაჰი თავდაპირველად ხელფასის სახით 15 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ მოთხოვნა შეამცირა და თანახმაა, „ბეშიქთაშში“ 12 მილიონ ევროდ ითამაშოს. მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს და უახლოეს ხანში ყველაფერი უნდა გაირკვეს.
მოჰამედ სალაჰი, რომელმაც „ლივერპული“ დატოვა, ამჟამად თავისუფალი აგენტია. ეგვიპტელს მანამდე „რომაში“, „ფიორენტინაში“, „ჩელსისა“ და „ბაზელში“ უთამაშია.





