გრაცის „შტურმი“ 2026-2027 წლების სეზონს 21 ივლისს ოფიციალურად დაიწყებს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიურ „ჰართსს“ უმასპინძლებს.
ამ შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილის თამაშის საკითხი გადაწყვეტილი არაა. ქართველს ტრავმის გამო მოსამზადებელი ეტაპი გაუცდა და როგორც ჩანს, ჯერ მზად არ არის. ამის შესახებ ისაუბრა გრაცელთა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო ინგოლიჩმა:
„პრესეზონზე ბევრი შემოქმედებითი ფეხბურთელი ხელმისაწვდომი არ გვყავდა და ამის კომპენსირებას სხვა გზებით ვცდილობდით. ყველამ იცის, რომ ოთარი ჩვენი თამაშის სული და გულია, მაგრამ იქნება თუ არა, მზად სამშაბათისთვის, ახლა არ ვიცით“, - თქვა ინგოლიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი გასულ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.







