საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩის მოგება დიდიე დეშამისა და გულშემატკივრების გამო სურთ.
„ჩვენთვის, ფრანგებისთვის, დეშამი არ შეცვლილა. როგორც ფეხბურთელმა, ასევე მწვრთნელმა, შესანიშნავი ისტორია დაწერა. ახლა მას მხოლოდ ერთი თამაში დარჩა, ამიტომ ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რადგან ის ამას იმსახურებს. გულშემატკივრებსაც იმსახურებენ გამარჯვებით ტკბობა, რომელიც ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გაგვიყვანს“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი - ინგლისის მატჩი 19 ივლისს, თბილისის დროით 01:00 საათზე გაიმართება.







